ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
2 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს 210-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ფრანჩესკო პასარო (105) 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
შესარჩევი ეტაპის ფინალური მატჩი 1 საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა პირველ სეტში 2, მე-2 სეტში კი 1 ბრეიკ-პოინტის მოგება შეძლო.
ბასილაშვილს შესარჩევ ეტაპზე სულ 3 შეხვედრის ჩატარება მოუწია - პირველ წრეში ავსტრალიელ კრუზ ჰიუიტს აჯობა, მეორეში კი - ნეიტრალური დროშის ქვეშ მოთამაშე ალიბეკ კაჩმაზოვს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ბოლოს 2023 წელს იასპარეზა და პირველივე რაუნდში ტეილორ ფრიცთან დამარცხდა.