35 მილიონი ევრო: ლივერპულმა ვალენსიას შეთავაზება გაუგზავნა
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულში" ტრანსფერს უახლოვდება.
ევროპულ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციების მიხედვით, 23 წლის ქართველი მეკარის დამატებასთან დაკავშირებით, ინგლისურმა გრანდმა "ვალენსიას" ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნა. სატრანსფერო თანხა 35 მილიონი ევროა, რომლის გადახდასაც მერსისაიდელები აპირებენ.
ცნობილია, "ლივერპულის" გეგმა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით: მისი დამატება და 2024/25 წლების სეზონში "ბორნმუთში" იჯარის წესით გაშვება. მომდევნო სეზონიდან ის გუნდის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.
ქართველი მეკარე "ვალენსიას" 2021 წლის ზაფხულში, "დინამო თბილისიდან" შეუერთდა და გუნდის შემადგენლობაში 100 მატჩში მიიღო მონაწილეობა.