Belive

3 ქართველი რეიტინგის სათავეში - IJF-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა. განახლებულ რეიტინგში 3 ქართველი ძიუდოისტი ლიდერობს საკუთარ წონებს. მივყვეთ დეტალურად და განვიხილოთ, თითოეული წონითი კატეგორია.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში დიდი ცვლილებები არ არის. თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი - თემურ ნოზაძე, რეიტინგში მე-11 ადგილს ინარჩუნებს. ლუხუმ ჩხვიმიანი ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. თბილისის გრანდ სლემის ფინალისტი - გიორგი სარდალაშვილი, მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და 22-ე ადგილზე გადაინაცვლა.

-66 კგ 

-66 კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრემა 2 მედალი მოიპოვა: ვერცხლი - გიორგი თუთაშვილმა, ბრინჯაო კი - ვაჟა მარგველაშვილმა. ამ გამარჯვებით, ვაჟა მარგველაშვილი რეიტინგში 1 პოზიციით დაწიანურდა და მსოფლიოს მესამე ძიუდოისტია 3717 ქულით, რაც შეეხება გიორგი თუთაშვილს, თუთაშვილი კი 4 პოზიციით წინ წაიწია და 700 ქულით, მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერია.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული ოქროს მედლით, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოისტმა - ლაშა შავდათუაშვილმა, პირველი ადგილი მყარად გაინაღდა. მის ანგარიშზე 5932 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ მონღოლ ძიუდოისტ - ცონგბაატარ ცენდ-ოჩირს 1518 ქულით უსწრებს. ბრინჯაოს მედლის მფლოველმა - გიორგი ტერაშვილმა კი, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით წინ წაიწია და მე-19 ნომერი გახდა. 19 წლის ქართველი ფალავნის ანგარიშზე 1752 სარეიტინგო ქულაა.

-81 კგ

თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლით, მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაბრუნდა - ტატო გრიგალაშვილი. ტატოს ანგარიშზე 6492 სარეიტინგო ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ, ბელგიელ მსოფლიო ჩემპიონს - მატიას კასეს 137 ქულით გადაუსწრო. 2 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგის 30-ე ნომერი გახდა - გიორგი შერაზადიშვილი.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს დროშის ქვეშ, ოქროს მედალს დაეუფლა - ბექა ღვინიაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და 3005 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. სხვა სპორტსმენების წარუმატებლობის გამო, მსოფლიო რეიტინგში ასევე დაწინაურდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ლუკას ანგარიშზე 3150 სარეიტინგო ქულაა. მეოთხე ადგილს ინარჩუნებს ლაშა ბექაური, რომელსაც 3500 ქულა აქვს მოპოვებული. უმედლოდ დარჩენილი გიორგი პაპუნაშვილი 4 პოზიციით დაწინაურდა და 365 ქულით 73-ე პოზიციაზე იმყოფება.

-100 კგ

თბილისის გრანდ სლემის ოქროსმედალოსანი - ონისე სანებლიძე, მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და მე-7 ადგილზე გადავიდა. სანებლიძის ანგარიშზე 3110 სარეინტო ქულაა. 2 პოზიციით დაქვეითდნენ ილია სულამანიძე (მე- ადგილიდან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა) და ვარლამ ლიპარტელიანი (მე-8 ადგილიდან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა). რაც შეეხება, 2022 წლის თბილისის გრანდ სლემის ფინალისტ - გიორგი ბერიაშვილს, ბერიაშვილი 1 პოზიციით დაწინაურდა და 27-ე ადგილზე გადაინაცვლა.

+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაში გალიდერდა - გურამ თუშიშვილი, რომლის ანგარიშზეც 4459 სარეიტინგო ქულაა. სამწუხაროდ, თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული ოქროს მედლით რეიტინგში წინსვლა არ აქვს გელა ზაალიშვილს. გელა 2 პოზიციით დაქვეითდა და მე-5 პოზიციით მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში კვლავ წინსვლა აქვს ეთერ ლიპარტელიანს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზე 3988 სარეიტინგო ქულაა.  

სხვა სტატიები