ორი ოქრო ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატიდან
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ვეტერან ძიუდოსტთა შორის, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს, მედლების მოპოვება საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა შეძლო - საიდანაც ორი მათგანი ჩემპიონი გახდა.
ოქროს მედლები ალექსი დავითაშვილმა და ბადრი ბედიანაშვილმა მოიგეს, ვიცე-ჩემპიონები კი გიგლა წიფიანი, ვანო გიგილაშვილი და მერაბ კუპატაძე გახდნენ.