Belive

19-წლამდე გოგონათა ნაკრები სომხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდელთა გოგონათა ნაკრები აგვისტოს თვეში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი ორივე მატჩს საშინაო კედლებში, სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშებს.

მატჩები 11 და 14 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია გამოძახებული:

მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ელიტა), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ხატია ბერიშვილი (რუსთავი);

დაცვა: ნათია ცეცხლაძე (კვარტალი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ლიზი სახვაძე (რუსთავი), მარიამ შიოლაშვილი (გორი იუნაიტედი), მარიამ კაკულია (ელიტა), ლიზი ლომოური (ახალგორი);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), მარიამ მამფორია (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ნინო ყვავაძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი);

სხვა სტატიები