ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია მეცის ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი ქვილითაია კარიერას ლიგა 1-ის წარმომადგენელ მეცში გააგრძელებს.
გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი 32 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ადასტურებს და წერს, რომ მან ლოთარინგიელებთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივას ითვალისწინებს.
"ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველი მეცში თამაშს. იმედი მაქვს, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები მთავარი მიზნის მიღწევაში: ლიგაში დარჩენაში. ჩემმა თანამემამულეებმა ძალიან კარგად მესაუბრეს მეცის შესახებ", - ამბობს გამოცდილი ქართველი ფორვარდი.
გიორგი ქვილითაიას გუნდში გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი დახვდნენ, მათ გარდა მეცში გიორგი მიქაუტაძესაც აქვს ნათამაშები.
კარიერის განმავლობაში, გიორგი ქვილითაიას სასკო თბილისის, უნგრული დიორ ეტოს, გორის დილას, დინამო თბილისის, ვენის რაპიდის, ბელგიური გენტის, კვიპროსული ანორთოსისის, ნიქოზიის აპოელისა და ლიმასოლის არისის შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.
20 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით მეცი მე-18 პოზიციას იკავებს და გადათამაშების ზონას 2 ქულით ჩამორჩება.