Belive

16 წლის ქართველი ფეხბურთელი რაიო ვალეკანოში: რა პირობებზე შეუთანხმდა მადრიდული გუნდი ინაიშვილს?

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფეხბურთო სააგენტო dointernationalfootball ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 16 წლის ქართველი ფეხბურთელი, თემური ინაიშვილი კარიერას ლა ლიგის წარმომადგენელი "რაიო ვალეკანოს" შემადგენლობაში გააგრძელებს.

ინფორმაცია ფეხბურთელის წარმომადგენლებთან გადავამოწმეთ, რომელთა ცნობითაც, ქართველი ფეხბურთელი მადრიდელთა B გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი "რაიო ვალეკანოსთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის პირობებითაც, ის სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ივარჯიშებს და ითამაშებს. 2025 წლის ზაფხულში, თემური ინაიშვილი "რაიო ვალეკანოს" შემადგენლობასთან ერთად წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს გაივლის, სადაც მას მწვრთნელები დააკვირდებიან და შანსი ექნება, ლა ლიგური გუნდის განაცხადშიც მოხვდეს.

თემურ ინაიშვილი თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლასა და "დინამო თბილისის" აკადემიებში თამაშობდა, 2024 წლის სექტემბრიდან კი მადრიდში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

სხვა სტატიები