Belive

"2004 წლის სენსაცია შესაძლოა 2024 წელსაც განმეორდეს?" - Fourfourtwo საქართველოზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ზე შესაძლოა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის უდიდესი სენსაცია განმეორდეს, სტატიას ბრიტანული მედია fourfourtwo აქვეყნებს. ამ ორ ევროპის ჩემპიონატს შორის ბევრი დამთხვევაა და აღნიშნულ სტატიაში სწორედ ამ დეტალებზეა საუბარი.

საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე სენსაცია შემოგვთავაზა და ყველა გააოცა. როდესაც ისინი ჩემპიონები გახდნენ, მაშინ ბერძნების ქულათა მონაგარი ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულას შეადგენდა - 1 მოგება, 1 ფრე და 1-ც მარცხი, 4 გატანილი და 4 გაშვებული გოლი, ზუსტად იგივე მაჩვენებელია რაც საქართველოს შემთხვევაში, რაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დაფიქსირდა. შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ მათ როგორც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი მოგების მოპოვება პორტუგალიასთან შეძლეს, რომლებმაც შემდეგ 1/4-ფინალში საფრანგეთი დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში ჩეხეთის ბარიერიც დაძლიეს. ფინალში საბერძნეთის ნაკრების მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვედრილი პორტუგალია იყო, სადაც მინიმალური სხვაობით ბერძნებმა 0:1 გაიმარჯვეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფინალამდე რთული გზა ელის, რადგან ჯერ 1/8-ფინალში ესპანეთი ხვდება, შემდეგ შესაძლოა გერმანია და საფრანგეთი იყვნენ მეტოქეები, მაგრამ ასეთი შემთხვევა იყო 20 წლის წინ როდესაც საბერძნეთი ჩემპიონი გახდა და ამას მაშინაც არავინ ელოდა...

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა თავისი სადებიუტო ევრო 2024 მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში თურქეთთან 3:1 მარცხით დაიწყო, მატჩი რომელიც ტურნირის საუკეთესო თამაშის პრეტენდენტი იქნება. შემდეგ მათ ფრე ითამაშეს ჩეხეთთან და პორტუგალიასთან 90 წამში გოლი გაიტანეს, რომელიც საბოლოოდ მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა. - Fourfourtwo

სხვა სტატიები