Belive

ლევან მაისაშვილი: ,,ეს ფრე ჩვენთვის წაგებაა, პორტუგალიისთვის კი - მოგება''

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
პორტუგალიასთან გამართული მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეაფასეს:
ლევან მაისაშვილი: ფაქტია, რომ ფრე ჩვენთვის წაგებაა და მეტოქისთვის მოგება. თავისმართლებას არ ვაპირებთ. ტურნირისთვის ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება მინდოდა, რადგან ჩვენს პირველ და მეორე ნომრებს შორის დონეში დიდი სხვაობაა. სამწუხაროდ, კოვიდმა დაღი დაგვასვა და ძირითადის 11 მოთამაშე დაგვაკლდა. ბევრი დერეფანი დავთმეთ და რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო, საბოლოოდ კი ასეთი შედეგი დადგა. პორტუგალიამ ყველაფერი გააკეთა, მებრძოლი გუნდია და მათაც არ მინდა მონდომება დავუკარგო. ყველამ მინდა იცოდეს, რომ, სამწუხაროდ, არ გვყავს ერთი და იმავე დონის ორი შემადგენლობა. აუტებს რაც შეეხება, სამი კვაჭი არ გვყავს კორონავირუსის გამო., ასევე, არ გვყავდა ძირითადის მხტომელები. მწვრთნელიც კოვიდინფიცირებულია და აუტებში ცუდი თამაში ამ ყველაფერმა განაპირობა. მერაბ შარიქაძე: მინდა, გულშემატკივარმა იცოდეს, საპატიო წრე არ დავარტყით, რადგან ამ შედეგის გამო მოგვერიდა. რუსეთთან აუცილებლად მოვიგებთ. ძალიან რთულია ამდენი წელი ისე ითამაშო, რომ ფეხი არცერთხელ არ დაგიცდეს.
რაგბი ევროპის შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 25:25 დასრულდა. ,,ბორჯღალოსნები'' მომავალ მატჩს 12 თებერვალს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები