Belive

ვილი სანიოლი: "ესპანეთი ისევ ძლიერი ნაკრებია, ჩვენ კი ყველა ტურნირს პატივს ვცემთ''

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ისაუბრა.

"ვიცი, რომ ესპანეთის ნაკრები ისევ ძალიან ძლიერი გუნდია, რადგან ისინი ყოველწიურად ახალ ნიჭიერ ფეხბურთელებს აძლევენ შანსს. მათ ერთა ლიგის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები მოიგეს და ივნისში ტიტულს დაეუფლნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მწვრთნელი შეცვალეს, ეს გუნდი არ ჩამოუვარდება იმ ნაკრებს, რომელსაც წინა შესარჩევ ციკლში ვეთამაშეთ.

ტაქტიკური კუთხით, შოტლანდიის წინააღმდეგ, ასევე ნორვეგიასთან მეორე მატჩში, ჩვენ გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. მწვრთნელს უნდა შეეძლოს საჭირო დროს ცვლილებების განხორციელება''. - თქვა 46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები