Belive

"ზუსტად ისეთი ბიჭია, როგორიც ილიას დასამარცხებლადაა საჭირო" - ხორხე მასვიდალი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ქვემსუბუქ წონაში ორი ყველაზე გამორჩეული მებრძოლი დაამარცხა. "მატადორმა" ჩემპიონობა ჯერ ალექს ვოლკანოვსკისთან მოიპოვა და შემდეგ ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. აღსანიშნავია, რომ ილიამ ორივე მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.

ქვემსუბუქ დივიზიონში ილიას მეტოქე თითქოს აღარ მოიძებნება. ლეგენდარული მებრძოლების დამარცხების შემდეგ, მის შესაბამის მოწინააღმდეგედ არავინ მოიაზრება. თუმცა, მასვიდალი თვლის, რომ მოვსარ ევლოევი ზუსტად ისეთი ბიჭია, რომელიც ილიას დაამარცხებს.

America Top Team-ში კიდევ ერთი მკვლელი გვყავს. ამის თქმა მიჭირს, რადგან ორივე ჩემი მეგობარია. ორივე მიყვარს, ილიაც და მოვსარიც. ევლოევი თოფურიასთვის სრულყოფილი მოწინააღმდეგე იქნება, რადგან მას ჭიდაობა შეუძლია. ის UFC-ში დაუმარცხებელია და კარგი გამარჯვებებიც აქვს. ზუსტად ისეთი ბიჭია, როგორიც ილიას დასამარცხებლადაა საჭირო. - განაცხადა ხორხე მასვიდალმა

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 70 კილოგრამში ასვლის სურვილი არაერთხელ გამოთქვა, ვინაიდან წონის კლების პროცესი "მატადორისთვის" რთულია. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თოფურია ქვემსუბუქ წონაში საქმეს შესრულებულად თვლის. თავად ისლამ მახაჩევი, რომელიც მსუბუქი წონის ჩემპიონია, ქართველთან ბრძოლის შანსით მოხიბლული არ არის. როგორც დაღესტნელი ამბობს, კიდევ ერთი პატარა ბიჭის დამარცხება, მას არაფერს მოუტანს.

სხვა სტატიები