Belive

რომან დოლიძე UFC-ს რეიტინგში დაწინაურდა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

გასულ უქმეებზე UFC Apex-ში მორიგი ღონისძიება გაიმართა, სადაც მთავარი ბრძოლა მარვინ ვეტორისა და რომან დოლიძეს შორის შედგა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში ქართველმა გაიმარჯვა და ვეტორისთან რევანში აიღო.

იტალიელთან გამარჯვების შემდეგ, რომან დოლიძემ TOP 10-ში ადგილი დაიბრუნა. საშუალო წონის რეიტინგში ქართველი მე-9 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ დოლიძიმ TOP 5-ის მებრძოლები გამოიწვია. მან რობერტ უიტეკერთან და ისრაელ ადესანიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

სხვა სტატიები