ალექსანდრე თოფურია: "საკმაოდ მძიმე 15 წუთი მქონდა"
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ის ოქტაგონზე მეორე ჩხუბი ჩაატარა და ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული დარჩა. ქართველმა ყაზახ მეტოქეს, ბეკზატ ალმახანს 3-რაუნდიან ბრძოლაში აჯობა.
პირველი რაუნდის პირველი წუთების შემდეგ, სრულ უპირატესობას ალექსანდრე ფლობდა - მესამე რაუნდში მან მეტოქე ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა ყაზახმა გაუძლო და არ დაფინიშდა.
მე ყოველთვის ვამზადებ საკუთარ თავს ძალიან ცუდი და კარგი სცენარებისთვის, რადგან UFC ასეთი სპორტია. გავიმარჯვე და მთავარი ჩემთვის ესაა.
როცა დავინახე თუ როგორ დაიწყო ბრძოლა, საკუთარ თავს მოვთხოვე, რომ სიმშვიდე მქონოდა. მე მჭირდებოდა გარკვეული მანძილი დარტყმებისთვის და გავხდი საკმაოდ მომთმენი.
ყოველ დილით ვთხოვ ღმერთს, რომ მომცეს ძალა, გავუძლო წინააღმდეგობებს და მე დღეს საკმაოდ მძიმე 15 წუთი მქონდა. ჩემს მოწინააღმდეგეს, რომელსაც დიდი გული და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს, დღეს არ წაუგია, ეს უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ბრძოლაა. - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ
“I want to keep living this life.”
— UFC News (@UFCNews) November 22, 2025
Aleksandre Topuria is enjoying each part of the ride after picking up his second UFC win. #UFCQatar
Complete Prelim Results ➡️ https://t.co/ySjWdpdIby pic.twitter.com/SioClT5Dcm
ალექსანდრეს კუთხიდან რჩევებს ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე აძლევდნენ. ახლა ალექსანდრეს შედეგი 7 გამარჯვება და 1 მარცხია (ზედიზედ 2 გამარჯვება UFC-ში) და მომავალ მეტოქეს დაელოდება.