Belive

"ზუსტად ამის ეშინიათ ილიას ფანებსაც" - დენიელ კორმიე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

დენიელ კორმიე პადი პიმბლეტს ილიას მთავარ კონკურენტად არ მიიჩნევს. ამერიკელის თქმით, თოფურიას მთავარი საფრთხე არმან ცარუკიანია.

ვფიქრობ, პადი სახალისოა. მას საბრძოლო სამყაროში ნათელი მომავალი აქვს. მაგრამ, როცა ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ჩემპიონია, არმანი და ილია საუკეთესო მსუბუქწონოსნები არიან. ეს უკვე სადავო საკითხიც აღარაა. ილიას ჩემპიონობის შემდეგ, მისი ოქტაგონზე ასვლა ცოტა უცნაური იყო, რადგან არ მგონია ჩენდლერის დამარცხებამ ის იმ პოზიციაზე დააყენა, რომ ილიას შეხვდეს.

ცარუკიანი დიდია, ძლიერი, ჭიდაობა იცის, შეუძლია თავსაც დაგესხას. აი, ზუსტად ეს არის მთავარი საფიქრალი ილიას ფანებისთვის. ერთადერთი ვინც ისლამის ბრძოლის მიბაძვა შეუძლია, არმან ცარუკიანია. - განაცხადა დენილ კორმიემ

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა გასულ უქმეებზე დენ ჰუკერი დაამარცხა. სომეხმა მეტოქესთან გამარჯვება მტკივენული ილეთით მოახერხა და მთავარი საჩემპიონო კანდიდატის სტატუსი უფრო გაიმყარა.

სხვა სტატიები