"ეს მანქანა ერთხელ უკვე გავაფუჭე" - იანი მერაბ დვალიშვილზე
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
პიოტრ იანი დვალიშვილისგან იგივეს ელოდება, რაც აქამდე უნახავს. როცა დვალიშვილმა რაღაც განსხვავებული სცადა, სწორედ მაშინ დამარცხდა. ზუსტად ამის გამო იანი მიიჩნევს, რომ კვლავ საჭიდაო მანქანასთან გამკლავება მოუწევს. თუმცა, პიოტრი თავს მშვიდად გრძნობს, რადგან ამ მანქანის დამარცხების ფორმულას უკვე მიაგნო.
5 გვერდიანი გეგმა უფრო ხუმრობა არის. რა თქმა უნდა გეგმა გვაქვს, მაგრამ მერაბი თავისი ჭიდაობის თავზე მოხვევას შეეცდება. ფინტებს გააკეთებს, გდებებს ეცდება და ალბათ ჯერ დარტყმას მოიქნევს, შემდეგ კი ფეხებში შემოვა. ჩემი აზრით, კვლავ საჭიდაო მანქანად იქცევა, რომელსაც ადრე შევხვდი. ეს მანქანა ერთხელ უკვე გავაფუჭე. - პიოტრ იანი
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს ტრილოგია საღამოს თანამთავარი დაპირისპირება იქნება და გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაიმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში იანმა დვალიშვილი დაამარცხა და "მანქანას" რევანშის ასაღებად კარგი შანსი აქვს.