Belive

"თუ ო'მალი მოიგებს იანთან სატიტულო ჩხუბს მიიღებს" - მაქს ჰოლოუეი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

მაქს ჰოლოუეიმ საკუთარ YouTube არხზე UFC 324-ს ბრძოლები განიხილა. წლის პირველი ღონისძიების თანამთავარი ჩხუბი ო'მალისა და იადონგს შორის შედგება. მაქსი თვლის, რომ გამარჯვების შემთხვევაში შონი იანთან რემატჩს დაიმსახურებს და მერაბის ნაცვლად ქამარზე ის იჩხუბებს.

შონი შესანიშნავ განწყობაზეა. როგორც ჩანს, მისი გონება შესანიშნავ მდგომარეობაშია. პიოტრ იანმა ქამარი დაიბრუნა, რაც შონს მოტივაციას უნარჩუნებს. თუ ოქტაგონზე გავა და ხელს ისე აწევს, თუ სონგის დროზე ადრე დამარცხებას შეძლებს, ჩემპიონობისთვის ბრძოლაშიც მიიღებს მონაწილეობას. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ

შეგახსენებთ, რომ იანს და ო'მალის აქამდეც უჩხუბიათ, სადაც "შუგამ" საკმაოდ საკამათო გამარჯვება მოიპოვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ UFC-სგან სატიტულო ბრძოლა გარანტირებული აქვს.

სხვა სტატიები