Belive

ჟოზე ალდოს რეაქცია მისი პირველი პიჯაკის შეძენისას | VIDEO

1 წლის წინ სხვა
2 წთ
დღეისათვის ბრაზილიელი მებრძოლი UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლია, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ჟოზე ალდოს პროფესიონალური დებიუტი 2004 წელს შედგა. მას შემდეგ, სამხრეთ ამერიკელმა უამრავი ბრძოლა ჩაატარა და UFC-ის კონტრაქტმაც არ დააყოვნა. ამერიკულ პრომოუშენში ალდომ უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა გულშემატკივარს და ახლა ის თამამად შეიძლება ჩავთვალოთ MMA-ს ლეგენდად. ჟოზეს არც ისე დალხენილი ცხოვრება აქვს გამოვლილი, მას მიზნის მისაღწევად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. ის საკმაოდ გაჭირვებული ოჯახიდანაა, რომლისთვისაც ფინანსური პრობლემები უცხო არ იყო. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ჟოზეს ემოციები, როცა ის პირველად ირგებს პიჯაკს.

ჟოზე ალდოს დებიუტი UFC-ში 2011 წელს მარკ ჰომინიკთან შედგა. მას შემდეგ მან შეძლო და დაამარცხა ჩად მენდესი, ფრენკი ედგარი, ჩან სუნგ იუნგი, რიკარდო ლამასი და კიდევ ბევრი მებრძოლი. მიუხედავად ბრაზილიელის მარცხებისა მაკგრეგორის, ჰოლოუეის, ვოლკანოვსკისა და პიოტრ იანის წინააღმდეგ, ბევრისთვის სამხრეთ ამერიკელი მაინც საუკეთესო მებრძოლად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მებრძოლის მომავალი მეტოქე ქართველი მერაბ დვალიშვილი იქნება. სახელოვანი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილი ორგანიზაციაში ზედიზედ მე-8 გამარჯვებას მოიპოვებს, რის შემდეგაც საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება.

სხვა სტატიები