Belive

"შემდეგი ვინც ქამარზე უნდა იბრძოლოს დვალიშვილია" - ალჯამაინ სტერლინგი

8 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში სუპერმსუბუქ წონაში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალჯო შონ ო'მალისთან დამარცხდა, ყველა დვალიშვილისა და "შუგა შოუს" დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. თუმცა, როგორც ო'მალის განცხადებებიდან ვიმსჯელებთ, მას ქართველთან ჩხუბი არ სურს. UFC ცდილობს მერაბს სხვა მეტოქე გამოუძებნოს, თუმცა, "მანქანა" მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლის ჩატარებით ინტერესდება. 

სწორედ ამ თემაზე ალჯამაინ სტერლინგმაც საკუთარ პოდკასტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერაბი ქამარზე ბრძოლას იმსახურებს.

ერთი რამ ცხადია. ო'მალისთან განმეორებითი ბრძოლა 1000%-ით მსურს. მაგრამ თუ გუნდი ჩემს გამო არ გარისკავს და ბრძოლას ამარიდებს, მაშინ შემდეგი ვინც სატიტულო ბრძოლა უნდა მიიღოს მერაბ დვალიშვილია. - ალჯამაინ სტერლინგი

შეგახსენებთ, რომ ო'მალისთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, ალჯამაინ სტერლინგმა ჩემპიონის სტატუსი დაკარგა და ახლა სუპერმსუბუქ წონაში ის და მერაბი იყოფენ პირველ ადგილს.

სხვა სტატიები