Belive

"ამის გამო სეხუდოს არასდროს დავცინოდი" - მერაბ დვალიშვილი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298-ზე, მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ორი დივიზიონისა და ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება ერთი ამოსუნთქვით შეძლო. სეხუდოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მერაბი ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი გახდა და უდიდესი ალბათობით ქამარზე ო'მალისა და ვერას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

MMA-ს პოპულარულ პოდკასტში სტუმრობისას, მერაბ დვალიშვილმა იმ გარემოებაზე ისაუბრა, რის გამოც, ჰენრი სეხუდოს არასდროს დასცინოდა. დვალიშვილის ხუმრობამ JAXXON-ის წამყვანებიც გაამხიარულა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო.

ჰენრი სეხუდოს სიმაღლეზე არასდროს მისაუბრია. ამის გამო, მას არასდროს დავცინოდი. ყველა მეუბნებოდა - მიდი და დაამარცხე ეგ "ჯუჯა" და მათ ვპასუხობდი: ძმაო, ჩვენ თითქმის თანაბარი სიმაღლის ვართ. - მერაბ დვალიშვილი.

სხვა სტატიები