Belive

ზედიზედ მეორედ: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა!

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი ანგარიშით 29:25 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

ურთულეს მატჩში, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ტიტე კალანდაძის გუნდმა უპირატესობა შეხვედრის მეორე ნახევარში მოიპოვა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ამ შედეგით, ზედიზედ მეორედ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი: 11 მაისს, ჩვენი ნაკრები ისლანდიას ესტუმრება, თუმცა შეხვედრა უმოტივაციოა: ორივე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული. ტურნირზე მონაწილე გუნდებს პირველ და მეორე ადგილოსნები და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დააკომპლექტებენ. ამ 20 გუნდს ტურნირის სკანდინავიელი მასპინძლები - დანია, შვედეთი და ნორვეგია დაემატებიან. 24-ე გუნდი კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი - საფრანგეთი იქნება.

ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში ჩატარდება.

სხვა სტატიები