Belive

"ილიას პადის წინააღმდეგ სიამოვნებით ვნახავდი" - მასვიდალი და სეხუდო ილიას მომავალ მეტოქეზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ჰენრი სეხუდო და ხორხე მასვიდალი ამბობენ, რომ ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე პადი პიმბლეტი უნდა იყოს. ისინი თვლიან, რომ გეიჯის თოფურიასთან დაპირისპირება ოდნავ არალოგიკურია. მასვიდალის თქმით, ყველაზე მეტად ვინც ილიასთან ჩხუბს იმსახურებს ცარუკიანია.

ილიას პადის წინააღმდეგ სიამოვნებით ვნახავდი. თუ მკითხავთ რომელი ბრძოლის ნახვა მესიამოვნებოდა, პადის დავასახელებდი. მათ დაპირისპირების ისტორიაც აქვთ. - განაცხადა სეხუდომ
ეს არის ბრძოლა, რომლის ნახვა მეც მსურს. არ მესმის მომავალ მეტოქედ ილიას გეიჯის რატომ ურჩევენ, როცა ის მაქსმა გათიშა. როგორც ვიცი, UFC-ს უნდა არმანმა ტიტულამდე ერთი ჩხუბი ჩაატაროს. სატიტულო ჩხუბი ამ ბიჭს უნდა მივცეთ. - ამბობს მასვიდალი

შეგახსენებთ, რომ ჯერ ილიას ბრძოლის შესახენ არაფერი ვიცით. სპორტულ მედიაში ყველაზე მეტი ჭორი ჯასტინ გეიჯის შესახებ ვრცელდება. ბოლოს ილიამ ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იბრძოლა, სადაც გაიმარაჯვა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები