"ყველამ იცის, რომ ეს სილის გაწვნა არ ყოფილა" - არმან ცარუკიანი
არმან ცარუკიანი ილია თოფურიას განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ სომეხს სილა გააწნა. არმანის თქმით, ეს რომ სილის გაწვნა ყოფილიყო თოფურიას პასუხს იქვე ძალიან მწარედ გასცემდა.
ეს სისულელეა. ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ შემდეგი მე ვიყავი. ჩვენ უბრალოდ ხელი ჩამოვართვით და გადავეხვიეთ ერთმანეთს. ეს ჩახუტება იყო. ამ ვიდეოს დაპოსტვით საკუთარ თავს ავნო. ყველამ იცის, რომ ეს სილა არ ყოფილა. ეს რომ სილის გაწვნა ყოფილიყო იმ დღესვე დაპოსტავდა და არა ერთი წლის შემდეგ. UFC-ში ყველაზე გიჟი ბიჭი ვარ. ვინმე თუ გამაწნის, თუნდაც იარაღი ჰქონდეს ან 130 კილოგრამს იწონიდეს, საპასუხოდ აუცილებლად გავაწნი. - განაცხადა არმანმა
Arman Tsarukyan laughs at Ilia Topuria’s claim that he slapped him during their interaction
— FULL SEND MMA (@full_send_mma) January 20, 2026
“If it was a slap he would’ve posted it right away and it happened a year ago. I’m the craziest guy in the UFC, doesn’t matter if you have a gun I’ll slap you back” @onenightsteiny pic.twitter.com/he4icMgyxG
არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის პირველი ნომერია, მაგრამ ტიტულისთვის მაინც არ იბრძვის. დროებითი ქამრისთვის პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძვიან. ეს ჩხუბი 25 იანვარს შედგება და მათ შორის გამარჯვებული ილიას დაუპირისპირდება. რაც შეეხება ცარუკიანს, მას კიდევ ცოტა ხანი მოცდა მოუწევს.