ზამთრის ოლიმპიური თამაშები | ქართული წყვილის წარმატება მოკლე პროგრამაში
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ქართული დელეგაციისთვის წარმატებით დაიწყო. ფიგურული ციგურაობის გუნდურ მოკლე პროგრამაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა იდეალურად იასპარეზა და შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა.
მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მსაჯებისგან 77.54-ქულიანი შეფასება მიიღო, რითიც საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულები შესძინა. აღსანიშნავია, რომ ევროპის მოქმედ ჩემპიონებზე უკეთესი შეფასება მხოლოდ იაპონურმა წყვილმა მიიღო - რიკუ მიურასა და რიუიჩი კიჰარას გამოსვლა 82.84 ქულით შეფასდა.
#MilanoCortina2026 Hold: Parløb SP
— Sequins Galore ⛸️ (@SequinsGalore) February 6, 2026
1. Miura/Kihara 🇯🇵
2. Metelkina/Berulava 🇬🇪
3. Conti/Macii 🇮🇹
4. Pereira/Michaud 🇨🇦
5. Kam/O'Shea 🇺🇲
6. Sui/Han 🇨🇳
---
1. USA 🇺🇲
2. Italien 🇮🇹
3. Georgien 🇬🇪
4. Canada 🇨🇦
5. Frankrig 🇫🇷
Protokol: https://t.co/66I4ArtHXD #FigureSkating #Olympics pic.twitter.com/NklPmcwArA
გუნდურ საერთო ჩათვლაში საქართველო და იტალია 14-14 ქულით არიან წარმოდგენილი და უდიდესი ალბათობით მედლებისთვის ბრძოლა, სწორედ იტალიელებთან გაიმართება. მეტელკინასა და ბერულავას პროგრამამდე, სპორტული ცეკვების წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლნიკი გამოვიდნენ, რომელთაც მე-6 ადგილი დაიკავეს. 2 დისციპლინის საერთო ჩათვლაში კი საქართველოს 14 ქულა აქვს.
ერთიპორვნული ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებია (16 ქულა) საქართველოს, კანადასა და იტალიას 14 ქულა აქვთ, ხოლო 13-13 ქულით იაპონია და საფრანგეთი არიან წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ ფინალურ ბლოკში 10-დან 5 საუკეთესო მონაწილე გადავა - გუნდური ტურნირის ქალთა დისციპლინის ქულები დღესვე გახდება ცნობილი, 7 თებერვალს კი კაცთა მოკლე პროგრამა გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოო რეიტინგი დადგინდება.