Belive

"არ მაინტერესებს რას ამბობს UFC“ - ილია თოფურიას მწვრთნელი

4 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას მწვრთნელმა ხესუს გალომ, ქართველი მებრძოლის ოქტაგონზე დაბრუნების გეგმებზე ისაუბრა და საკმაოდ პრინციპული განცხადება გააკეთა. გალოს თქმით, გუნდი არ აპირებს ორგანიზაციის ზეწოლასა თუ სურვილებს დაემორჩილოს და ილია მხოლოდ მაშინ იჩხუბებს, როცა ამისთვის სრულად მზად იქნება.

სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, რას ამბობს UFC ან რა დრო სურთ მათ. ჩვენ მაშინ დავბრუნდებით, როცა მზად ვიქნებით... და დავიბრუნებთ იმ გამარჯვებასა და ტიტულს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. - ხესუს გალო

ამავდროულად, დივიზიონში არსებული ვითარება საკმაოდ დაძაბული და ბუნდოვანია. მოქმედი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯია, რომლის სამომავლო გეგმები, გააგრძელებს თუ არა კარიერას, კიდევ უცნობია. პარალელურად, ინგლისელი პედი პიმბლეტი მარტში ან აპრილში დაბრუნებას გეგმავს და ღიად აცხადებს, რომ ილიასთან ჩხუბი და მისი კარიერის დასრულება სურს.

სხვა სტატიები