Belive

"გინდათ, რომ მეორადი გაყიდვებისთვის გამომიყენოთ?" - კონორ მაკგრეგორი

7 საათის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითმა თეთრი სახლის ბრძოლები უკვე ოფიციალურად დაასახელა. საღამოს მთავარი ჩხუბი ილიასა და გეიჯის საჩემპიონო დაპირისპირება იქნება. თანამთავარი ბრძოლა პერეირასა და განს შორის შედგება, რომლებიც მძიმე წონის დროებითი ქამრის მფლობელს გაარკვევენ.

ამ ღონისძიებაზე ვერ მოხვდა კონორ მაკგრეგორი, რომელიც ამ ფაქტზე ძალიან გაბრაზებულია.

გინდათ, რომ მეორადი გაყიდვებისთვის გამომიყენოთ? არც UFC 200ზე, არც UFC 300-ზე ან Spehere-ში არ მაჩხუბეს. მათ უნდა 201-ზე ან 301-ზე დამაყენონ, რადგან გაყიდვები ჰქონდეთ. თეთრი სახლის ღონისძიება ყველა შემთხვევაში იმუშავებს და საერთოდ არავის ადარდებს ვინ იჩხუბებს ამ საღამოს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩასვამენ მაკგრეგორს, რადგან შემოსავლები გაუორმაგდეთ. - განაცხადა კონორმა

დიდი ხანი ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მაკგრეგორი თეთრ სახლში გვენახა. ასევე დიდი მოლოდინი იყო ჯონ ჯონსის დაბრუნების შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედები ფუჭი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. ჯერჯერობით ცნობილი არაა, იჩხუბებს თუ არა კონორი თეთრ სახლში.

სხვა სტატიები