"ყველაფერი თამაშია" - betlive-ის მორიგი მასშტაბური კამპანია ბათუმში გაიმართება
"ყველაფერი თამაშია" მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი კამპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც betlive-ის სოც ქსელებს ასევე ინფლუენსერ კამპანიას, რომლის ფარგლებში ბათუმში გრანდიოზული ღონისძიებები ჩატარდება.
10, 14 და 15 ივლისს, "ყველაფერი თამაშია" ბათუმში გაიმართება და ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს უამრავი საინტერესო, განსხვავებული და სპორტული აქტივობა დახვდება. 19 ივლისს კი betlive Play Fest-ზე "ყველაფერი თამაშია"-ს გრანდიოზული ფინალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ყველასთვის ცნობილი ინფლუენსერები მიიღებენ.
როგორც აღვნიშნეთ, აქტივობები 10, 14 და 15 ივლისს ბათუმში გაიმართება - მსურველებს კი ერას მოედანზე გელით. სპორტულ-გასართობ აქტივობებს შორის შეგიძლია თავი გამოსცადო FC 26-ში, შეამოწმო რამდენად ზუსტად ურტყამ, გაიტანო თვალახვეულმა, დაამტკიცო, რომ სპორტი ნამდვილად იცი, ითამაშო მაგიდის ფეხბურთი და კიდევ არაერთ სახალისო სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთო.
მოდი ერას მოედანზე მეგობრებთან ერთად, გაერთე აქტივობებში და მიიღე შანსი მოიგო PS5, iPHONE 17 და BMW-ის უახლესი ელექტრო სკუტერი. გარდა ამისა, ადგილზე შენი საყვარელი ნაკრების პოსტერები დაგხვდება. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არაა პრიზების სრული ჩამონათვალი.