Belive

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მე-11 სეზონი დასრულდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მე-11 სეზონი, A და B-დივიზიონების ფინალური მატჩებთ დასრულდა.

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში მისულმა გულშემატკივარმა, ფინალებში სანახაობრივი მატჩები იხილა. A-დივიზიონის ფინალში საბა კონსტრაქშენისა და OLD SCHOOL-ის, ხოლო B-დივიზიონში betlive-სა და საქართველოს დაპირისპირებები შედგა.

  • A-დივიზიონი | საბა კონსტრაქშენი 68:72 OLD SCHOOL

  • B-დივიზიონი | betlive 58:57 საქართველოს ბანკი

A-დივიზიონის ფინალური მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახდა (27 ქულა), ხოლო გამარჯვებულ გუნდში რატი ნუცუბიძემ 21 ქულის დაგროვება შეძლო. B-დივიზიონის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე betlive-ის წევრი, ბაქარ კვიტაიშვილი გახდა (11 ქულა).