"ვთვლი, რომ დგომში უპირატესობა მექნებოდა" - NBA-ს მოთამაშე ჯონ ჯონსთან ბრძოლაზე
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
NBA-ს კალათბურთელი ჯეიმს ჯონსონი ამბობს, რომ ჯონ ჯონსს MMA-ს ბრძოლაში დაამარცხებდა. მისი თქმით, ვიდრე კალათბურთს სერიოზულად მიუდგებოდა საბრძოლო სპორტით იყო გატაცებული. როგორც ჯონსონი ამბობს, MMA-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა გამარჯვებით დაასრულა. გარდა ამისა, კიკბოქსინგშიც აქვს ჩხუბები გამართული, სადაც 20-დან 20-ვე მოგებით დაასრულა.
მე ამის ნამდვილად მჯერა. მთელი ცხოვრებაა ამას ვაკეთებ. მიწაზე ბრძოლაში ვარჯიში ნამდვილად მჭირდება, თუმცა, დგომში ვთვლი რომ უპირატესობა მექნებოდა. - განაცხადა ჯეიმს ჯონსონმა
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი კარიერის განმავლობაში არცერთ მეტოქეს არ დაუმარცხებია (აქვს მარცხი, თუმცა აკრძალული ილეთის გამოყენების გამო). ჯონსს ისეთი მებრძოლები დაუმარცხებია როგორებიც არიან რემფეიჯ ჯექსონი, ლიოტო მაჩიდა, ჩელ სონენი, ალექსანდერ გუსტაფსონი, გლოვერ ტეიშეირა, დენიელ კორმიე და სირილ განი. ჯონ ჯონსი UFC-ს მძიმე წონის მოქმედი ჩემპიონია და მის ქამარს UFC 309-ზე სტიპე მიოჩიჩის წინააღმდეგ დაიცავს.