Belive

ილია და ისლამი საერთაშორისო ბრძოლების კვირეულზე იჩხუბებენ?

7 თვის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩიმაევისა და დუ პლესის ჩხუბი არ შედგებოდა. თუმცა, მოგვიანებით თავად სპორტსმენმაც და მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურეს, რომ დრიკუსს არანაირი ტრავმა არ აქვს. დუ პლესის მწვრთნელის თქმით, ამ ბრძოლასთან დაკავშირებით შეიცვალა მხოლოდ თარიღი.

დრიკუსს არანაირი ტრავმა არ აქვს. ის აუცილებლად იჩხუბებს ჩიმაევთან, მაგრამ არა საერთაშორისო ბრძოლების კვირეულზე. იქ უბრალოდ სხვა რაღაც არის დაგეგმილი. - განაცხადა დუ პლესის მწვრთნელმა

ეს იმას ხომ არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეს თარიღი ილიასა და ისლამის ჩხუბისთვის არის შემონახული? საინტერესოა, რომ საერთაშორისო ბრძოლის კვირეული ივნისში არის ჩანიშნული. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ილიასთან ივნისში ჩხუბზე უარი ერთხელ უკვე თქვა.

სხვა სტატიები