"ვთვლი რომ ო'მალის დვალიშვილის ერთი დარტყმით დაჭერა შეუძლია" - რიკი სიმონი
უკვე დიდი ხანია, რაც მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლია. ამ ყველაფერს მისი 10-ბრძოლიანი წაუგებელი სერიაც ადასტურებს. ეს შედეგი კი საკმარისია, რომ ქართველმა "მანქანამ" საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს, სადაც მისი მოწინააღმდეგე შონ ო'მალი იქნება.
მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებებისა, მერაბის კარიერაში UFC-ში ორი მარცხით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მეორე ბრძოლაში დვალიშვილს წაგება საკმაოდ უცნაურად ჩაუთვალეს. რიკი სიმონთან დაპირისპირების ბოლო რაუნდში მერაბი გილიოტინაზე ჩავარდა, თუმცა, მეტოქის ზეწოლას გაუძლო და რაუნდის ბოლომდე სხეულს ამოძრავებდა. მიუხედავად ამისა, მსაჯებმა ჩათვალეს რომ მერაბი გათიშული იყო და ბრძოლა წაგებულად ჩაუთვალეს.
სწორედ რიკი სიმონმა ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ეს ბრძოლა საკმაოდ რთულად შესაფასებელია. მერაბი ხალხის მიწაზე გადაყვანაში საკმაოდ კარგია. ამავდროულად, შონ ო'მალის ჯიუ-ჯიცუ და გრეპლინგი არც ისე ცუდია როგორც ხალს წარმოუდგენია. მას ფეხზე წამოდგომა მალევე შეუძლია მაგრამ, ამას მერაბთან შეძლებს? ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მერაბი სულ წინ მოდის და შეტევის მანძილი მუდამ მცირდება. თუმცა, ვთვლი ო'მალის დვალიშვილის ერთი დარტყმით დაჭერა შეუძლია. - განაცხადა რიკი სიმონმა
UFC-ის პრეზიდენტის თქმით, მერაბისა და შონის ბრძოლის ჩატარება Sphere-ში გადაწყდა. უაითის თქმით ამაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა და ბრძოლა აქ პირველად და უკანასკნელად გაიმართება.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული მერაბმა და ილიამ კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიასა და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხილავთ.