Belive

ადესანია და უიტეკერი დვალიშვილის გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ

3 დღის წინ სხვა
1 წთ

ისრაელ ადესანიამ და რობერტ უიტეკერმა UFC 311-ის ბრძოლები განიხილეს. ორივე მებრძოლი თვლის, რომ დვალიშვილი უმარის წინააღმდეგ გაიმარჯვებს.

მერაბს კარგი ხელები არ აქვს. მისი მთავარი პლუსი ჭიდაობაა და ძლიერი დარტყმით არაერთხელ გამოუჭერიათ. უმარმა სენდჰეგენი დგომში დაამარცხა და კორის საკმაოდ კარგი დგომი აქვს. უმარს აქვს ჭიდაობის უნარები, რომლითაც მერაბის შეჩერება შეუძლია. თუმცა, აქვს ძალიან კარგი სტრაიკინგიც. მინდა მერაბმა ამ ბრძოლაში იმის გაკეთება განაგრძოს, რაშიც ძალიან კარგია. გადაიყვანოს ხალხი მიწაზე, გააკონტროლოს 25 წუთის განმავლობაში და მოიგოს. ამ ბრძოლაში მერაბი გადაწყვეტილებით მოიგებს. - განაცხადა რობერტ უიტეკერმა
მერაბი მომწონს და ვფიქრობ, მისი ჩემპიონობა დივიზიონისთვის კარგია, რადგან დაბალი წონის მებრძოლებისკენ ყურადღებას იპყრობს. მიკროფონთან და სოციალურ ქსელში ძალიან მხიარულია. ამ ბრძოლაში მერაბს ავირჩევ. თუმცა, შესაძლოა, მერაბი გამოიჭირონ, ჰენრიმ ეს მოახერხა. ვფიქრობ, მერაბი საკუთარ კარდიოს გამოიყენებს და ამ ბრძოლას გადაწყვეტილებით მოიგებს. - ამბობს ისრაელ ადესანია

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები