Belive

"ამის შემდეგ, მერაბს ჩვენი შვებულება მართებს" - ალჯამაინ სტერლინგი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ალჯამაინ სტერლინგი ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილმა საკუთარი თანაგუნდელები უნდა დაასვენოს. ალჯომ იხუმრა, რომ ამდენი საბრძოლო სამზადისის შემდეგ, დვალიშვილს საკუთარი პარტნიორების შვებულება მართებს.

5-რაუნდიანი ბრძოლისთვის მოსამზადებელ ბანაკს დიდი მენტალური ენერგია სჭირდება. უნდა უზრუნველყო, რომ ყველა შენი თანაგუნდელი შენთან იყოს. ხელი დაზიანებული მაქვს და ამ ბანაკში თითქმის ვერ ჩავერთვები. მერაბი ამბობს, რომ დიდი ხანი მოცდა არ უნდა, რადგან სხვა საკითხებით დაკავდება. თავს კარგად გრძნობს და არ უნდა ფორმიდან ამოვარდეს. ამის შემდეგ, მერაბს ჩვენი შვებულება მართებს. სპარინგ პარტნიორებს დასვენება სჭირდებათ. - თქვა ალჯამაინ სტერლინგმა

შეგახსენებთ, რომ მერაბი წელს მე-4 სატიტულო დაცვისთვის ემზადება. მისი მეტოქე პიოტრ იანი იქნება, რომელსაც 6 დეკემბერს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები