Belive

ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში მახაჩევის კუთხეში ხაბიბი არ იქნება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

კარიერის დასრულების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვი შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამ საქმიანობისგან შეისვენებს.

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც თითქოს მიანიშნებდა, რომ ის ტოვებდა MMA-ს.

”წელი, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული და წარმატებული გამოდგა. თავს გაუფრთხილდეთ ძმებო. იმედი მაქვს, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია, ყველა ძალიან მიყვარხართ."

View this post on Instagram

A post shared by Хабиб Нурмагомедов (@khabib_nurmagomedov)

ხაბიბთან დაახლოებული ადამიანები აცხადებენ, რომ მას ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება სურს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "არწივი" სამწვრთნელო საქმიანობას საბოლოოდ ჩამოშორდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში მახაჩევის კუთხეში ნურმაგომედოვი არ იქნება.

ხაბიბს მწვრთენლის ამპლუაში ისეთ მებრძოლებთან მუშაობდა, როგორებიცაა მახაჩევი, უსმან ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, აბუბაკარ ნურმაგომედოვი და ბილალ მუჰამედი.

სხვა სტატიები