Belive

"მერაბის ცემა რთული არ არის" - შონ ო'მალი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერი გახდა. ბრძოლამდე ექსპერტები აცხადებდნენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მერაბი სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდებოდა. Triple C-ის დამარცხების შემდეგ, თავად დანა უაითმაც დაადასტურა, რომ დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლას მიიღებს. თუმცა, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი ამბობს, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლა უფრო ხიბლავს. ამ თემასთან დაკავშირებით "შუგამ" არიელ ელვანისთან ისაუბრა.

- ფიქრობ, რომ სუპერმსუბუქ წონაში მერაბი შემდეგი მოწინააღმდეგე უნდა იყოს?

- დანამ ამის შესახებ თქვა არა? დიახ, ყური მოვკარი. კორი სენდჰეგენი, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია - სამივე ჩემი პოტენციური მეტოქეა. ამ ეტაპზე "ჩიტოსთან" ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. მერაბის ცემა რთული არ არის. ჰენრი სეხუდომ და მარლონ მორაესმა თითქმის გათიშეს. თითქოს სხეულში ბენზინის ავზი უდგას. ძალიან კარგი ჭიდაობა აქვს. სახიფათო მოწინააღმდეგეა. თუმცა, ნამდვილი მეტოქე, რომელიც მაშინებს ეს ილია თოფურიაა. მერაბიც სახიფათოა, საკუთარი კარდიოს ხარჯზე შეუძლია ძალა გამოგაცალოს, თუმცა, მან ჰენრი ვერ დააფინიშა. მე დიდი ბრძოლები მიყვარს. თუ ხალხს ნამდვილად სურს ჩემი და მერაბის დაპირისპირება, თანახმა ვარ. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შონ ო'მალის მომავალი ბრძოლა მარლონ "ჩიტოს" ვერას წინააღმდეგ ელის. ეს დაპირისპირება 10 მარტს, UFC 299-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები