Belive

ვოლკანოვსკი: ,,თოფურია თუ ასე გააგრძელებს, გავანადგურებ''

10 თვის წინ სხვა
1 წთ

იაირ როდრიგესთან გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა:

,,წელს ერთი ბრძოლის ჩატარება კიდევ მინდა, მსუბუქი წონის ქამრისთვის ისევ ვიბრძოლებ. ილია ენას არ აჩერებს და თუ ასე გააგრძელებს, გავანადგურებ.

ახალი სახეები, ახალი გამოწვევები კარგია... ილია ახალი სახეა. ხალხი იტყვის, რომ ის ახალი გამოწვევაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ,'' - თქვა ვოლკანოვსკიმ.

დღეს ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე UFC-ში 13 მოგება და 1 მარცხია (ისლამ მახაჩევთან).

თოფურიამ ვოლკანოვსკისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ავსტრალიელი მისნაირს აქამდე არავის შეხვედრია.

ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები