"ალექს ვოლკანოვსკი ილია თოფურიას გააჩუმებს" - ისრაელ ადესანია
საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად მე-2 ნომერმა ისრაელ ადესანიამ UFC 298-ის ბრძოლებზე ისაუბრა. Izzy-მ ყველაზე დიდი ყურადღება ილიასა და ვოლკანოვსკის შეხვედრას დაუთმო. ყოფილმა ჩემპიონმა ისიც თქვა, რომ "ვოლკი" "თოფურიას" მოუგებს და ქამარს შეინარჩუნებს.
ვფიქრობ, ილია ყველაფერს სწორად აკეთებს. ის ზუსტად იმ ცხოვრებას ხატავს, რომელიც თავად სურს. ილიას კრივი ძალიან მომწონს. კრივს ჭიდაობასთან საოცრად უხამებს. ილიას საოცარი ნოკაუტები აქვს. თუმცა, ალექსს დასარტყამ ტომრებთან არასდროს უბრძოლია. ის ბადესთან არასდროს დადგება. მან იცის როგორ იყოს ბრძოლაში მთავარი. მისი სპარინგები ნანახი მაქვს და ძალიან საშიში კაცია. მე-4 რაუნდში ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით ვოლკანოვსკი მოიგებს. - განაცხადა ისრაელ ადესანიამ
ალექს ვოლკანოვსკი საკმაოდ მძიმე ნოკაუტიდან ბრუნდება. თავის ბოლო ბრძოლაში ავსტრალიელი ისლამ მახაჩევთან დამარცხდა. ბევრი თვლის, რომ ეს ილიასთან ბრძოლაში ხელს ძალიან შეუშლის. ალექს კარიერაში მხოლოდ სამი მარცხი აქვს და აქედან ორი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ არის. ავსტრალიელი ჩემპიონის ანგარიშზე კი 26 გამარჯვებაა.
რაც შეეხება ილია თოფურიას, ის დაუმარცხებელია და ვოლკანოვსკის წინააღმდეგ შეეცდება მე-15 გამარჯვება მოიპოვოს. "მატადორმა" UFC-ში 7 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 5 დროზე ადრე დაასრულა.
მათი დაპირისპირება 18 თებერვალს გაიმართება. იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილსაც ვიხილავთ. მთავარი ბრძოლები თბილისის დროით 7:00 საათიდან დაიწყება.