Belive

Bleacher-მა 2024 წლის UFC-ის ჩემპიონები იწინასწარმეტყველა

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Bleacher-მა 2024 წლის ყველა წონის ჩემპიონი დაასახელა. მათი აზრით, დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის დივიზიონს მოიგებს, ხოლო თოფურია ვოლკანოვსკისთან დამარცხდება,

ქვემსუბუქი წონა: ალექსანდერ ვოლკანოვსკი

ვოლკანოვსკი მის საჩემპიონო ქამარს UFC 298-ზე დაუმარცხებელი ილია თოფურიას წინააღმდეგ დაიცავს. ალექსი ამ ბრძოლაში აუთსაიდერად ითვლება, რაც მის ბრძოლებში ხშირად არ ხდება. თოფურიას მეტოქის დაფინიშება როგორც დგომში, ისე მიწაზეც შეუძლია. ამ ყველაფერთან ერთად მის მხარეს ახალგაზრდული ჟინიც იქნება. მას ნამდვილად შეუძლია გამარჯვება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვვარაუდობთ, რომ "ვოლკი" მის ქამარს დაიცავს. თუ ეს ასე მოხდება ვოლკანოვსკი ქამარს 2024 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, ვინაიდან TOP 10-დან არავინაა ვინც თოფურიაზე უკეთესად გამოიყურება.

სუპერმსუბუქი წონა: მერაბ დვალიშვილი

მომავალი წლის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის პროგნოზირება რთულია. შესაძლოა ეს იყოს ამჟამინდელი ჩემპიონი შონ ო'მალი, რომელმაც ტიტული წელს სტერლინგის ნოკაუტით დამარცხებით მოიპოვა. ო'მალის აქვს გარკვეული ხვრელები, რომელიც მას პრობლემებს უქმნის. თუმცა, შონს ყოველთვის შეუძლია მისთვის მნიშვნელოვან ბრძოლაში თავის კარგად წარმოჩენა. მას მომავალი დაპირისპირება UFC 299-ზე მარტში მარლონ ვერას წინააღმდეგ ელის.

UFC 299-ის შემდეგ, არის ერთი კაცი, რომელიც შონ ო'მალის მთავარი კონკურენტია. ეს არის დაუნდობელი გრეპლერი მერაბ დვალიშვილი. ქვემსუბუქ წონაში მერაბი ყველასთვის კოშმარული მოწინააღმდეგეა.

ო'მალისაც და ვერასაც აქვთ ისეთი დარტყმა, რომ დვალიშვილი გათიშონ. ამ ორთან დაპირისპირების უფრო სავარაუდო შედეგი ის არის, რომ ქართველი გრეპლერი ერთ-ერთ მათგანს ნაკუწებად აქცევს. - წერს Bleacher

შეგახსენებთ, რომ ილიას საჩემპიონო ბრძოლა ალექს ვოლკანოვსკისთან 2024 წლის 17 თებერვალს ელის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ილია პირველი ქართველი იქნება ვინც UFC-ის საჩემპიონო ქამარზე იბრძოლებს.

რაც შეეხება მერაბს. მას ბრძოლა ჩანიშნული არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, მისი მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები