ვლადიმერ გამყრელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ დაპირისპირებაში ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ესპანელი მოთაგინია 4:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.
შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლისთვის დღეს გოგა ოთინაშვილმაც (65კგ) იჭიდავა, რომელიც ვაზგენ ტევანიანთან დამარცხდა. აკაკი ქემერტელიძემ (70კგ) უკრაინელ ოლექსი ბორუტას 6:2 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო გივი მაჭარაშვილი (97კგ) უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.
ფოტო: United World Wrestling