Belive

სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, სოლომონ მანაშვილმა (125კგ) ბრწყინვალედ იასპარეზა, მეტოქე 8:3 დაამარცხა და ხვალ ფინალში გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ოქროს მედლისა და ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის დღეს გივი მაჭარაშვილი (97კგ) იბრძოლებს. ფინალური დაპირისპირება დაახლოებით 23:00 საათზე გაიმართება.

ფოტო: GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები