Belive

"ვიცი, რომ შეცდომები დავუშვი" - კონორ მაკგრეგორი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორი სოციალური ქსელის საშუალებით, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ირლანდიელი მებრძოლი ამბობს, რომ საკუთარ საქციელს ძალიან ნანობს.

ხალხი ჩემს განცხადებას ელოდა მაგრამ, დრო მჭირდებოდა. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი. ექვსი წლის წინ ამ ქალის მოქმედებებზე ყურადღება არ უნდა მიმექცია. წვეულება უნდა გამეუქმებინა. იმ ქალისთვის არასდროს უნდა გადამებიჯებინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.


მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქმედებას ვნანობ, იმ საღამოს ყველაფერი თანხმობით მოხდა და მოწმეებმა ამაზე დაიფიცეს კიდეც. ჩემი იურიდიული ჯგუფი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

უკან დაბრუნება შეუძლებელია, ასე რომ წინსვლას განვაგრძობ. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, მეგობრების და ფანების, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მხარს მიჭერდნენ.

სულ ეს არის. მეტი არაფერი. დავბრუნდებით დარბაზში. - წერს კონორი

კონორ მაკგრეგორის სასამართლო დავა 2018 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო ჰქონდა. ერთ-ერთი ქალბატონი ამტკიცებდა, რომ ის კონორმა გააუპატიურა. ექვსაათიანი პროცესის შემდეგ, ირლანდიელის ბრალეულობა დადასტურდა. ქალმა, რომელმაც სასამართლო დავა მოიგო კონორის მხრიდან, კომპენსაციის სახით, $250 000 მიიღებს.

სხვა სტატიები