"ვიცი მერაბის წინააღმდეგ თავი როგორ უნდა დავიცვა" - პიოტრ იანი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
პიოტრ იანმა მერაბთან მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა. "No Mercy" რემატჩისთვის დიდი მონდომებით ემზადება და ამბობს, რომ პირველი ჩხუბიდან აქვს ინფორმაცია, რომელიც გამარჯვებაში დაეხმარება.
სამიზნე ყოველთვის ის არის, ვისაც ქამარი აქვს. ახლა ქამრის მფლობელი დვალიშვილია, რაც მას სამიზნედ აქცევს. მერაბთან ბრძოლის შემდეგ სონგ იადონგს, უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ ფიგერედოს და მარკუს მაგჰის შევხვდი. სამივე ჩხუბი დამაჯერებლად მოვიგე და ვაჩვენე, რომ სატიტულო ბრძოლა დავიმსახურე.
მერაბს ასეთი სტილი აქვს - მუდამ წინ მიდის და მეტოქეს წნეხავს. ყოველთვის ცდილობს საიდანღაც გდება შეასრულოს. ხელებით ბრძოლაც შეუძლია, ამას ვერ წავართმევთ. ვიცი თავი როგორ უნდა დავიცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება.
ვიცი ეს განსხვავებული ჩხუბია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია რა იმუშავებს და რა არა. შესამჩნევია, რომ მერაბი სტრაიკინგში ძალიან ვითარდება. არ ვფიქრობ, რომ მისი გეგმა ჩემთან დგომში ჩხუბი იქნება. თუ ჩემს კრივის უნარებს შეხედავთ, მიხვდება რომ ეს სარისკოა. ყველაფერი მაქვს რომ დვალიშვილი დავამარცხო. - განაცხადა იანმა
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის განმეორებითი ბრძოლა 7 დეკემბერს გაიმართება. თუ მერაბი გაიმარჯვებს, დააფიქსირებს უნიკალურ რეკორდს. "მანქანა" იქნება პირველი მებრძოლი, რომელიც ერთ კალენდარულ წელში 4 საჩემპიონო ჩხუბს მოიგებს.