Belive

"მერაბთან რაც შემეძლო გავაკეთე" - უმარ ნურმაგომედოვი

8 საათის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ამ ჩხუბში არაფერს ნანობს, რადგან 25 წუთის განმავლობაში თავი არ დაუზოგავს.

ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. მოტეხილი ხელით ისე მაგრად ვიბრძოლე, როგორც შემეძლო. არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ შემეძლო მეტი გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე. ხელი უბრალოდ გაბზარული კი არ მქონდა, ძვალი ადგილიდან დაძრული იყო და ქვემოთ ჩავიდა. ეს იმიტომ, რომ მოტეხილი ხელით დარტყმებს ვაგრძელებდი. ამიტომაც არ მაქვს ისეთი ფიქრები: "კიდევ მეტი შემეძლო გამეკეთებინა." 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩხუბში ყველაფერი ჩავდე. - ამბობს უმარ ნურმაგომედოვი

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორ თვეში მერაბისა და იანის ტრილოგია შედგება. UFC 333 აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება, მთავარ ბრძოლაში კი დვალიშვილისა და იანის საჩემპიონო დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები