Belive

"ვინც მათ შორის გაიმარჯვებს იმას მივიღებ" - ხამზატ ჩიმაევი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

სპორტულ მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ ხამზატ ჩიმაევს სტრიკლენდთან რევანშისთვის მოცდა მოუწევს. ხამზატის ნაცვლად სატიტულო ჩხუბს ჩემპიონთან ნასურდინ იმავოვი გამართავს. როგორც ჩანს ჩიმაევისთვის ეს ინფორმაცია სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ჟურნალისტის დასმულ კითხვას საკმაოდ მშვიდად უპასუხა.

ეს სიურპრიზი არ ყოფილა. რამდენი ხანია იმავოვი ამას ელოდება? ალბათ 2 წელი. ის უკვე კონტენდერია და ვინც გაიმარჯვებს, იმას მივიღებ. - განაცხადა ხამზატმა

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი შონ სტირკლენდის წინააღმდეგ დამარცხდა. იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ შონმა დიდი სენსაცია მოახდინა.

რაც შეეხება ნასურდინ იმავოვს, 5-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს. ის ბოლო 3 წლის უკან სწორედ შონ სტრიკლენდთან დამარცხდა.

სხვა სტატიები