"ისლამი მესამე ქამარსაც იმსახურებს" - მაიკლ ბისპინგი
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ანალიტიკოსმა მაიკლ ბისპინგმა, განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევი სრულად იმსახურებს, ავიდეს საშუალო წონით კატეგორიაში და UFC-ის ისტორიაში პირველი სამი წონის ჩემპიონი გახდეს.
თუ ვინმე იმსახურებს ამას, ეს ისლამ მახაჩევია. გაიხსენეთ, ალექს პერეირას მისცეს შანსი, ავიდა მძიმე წონაში და სირილ განს შეხვდა. თუ შონ სტრიკლენდი კვლავ ჩემპიონია, ეს კარგი დაპირისპირება იქნება. იმას კი არ ვამბობ, რომ ის შონს აუცილებლად დაამარცხებს, ხამზატმაც კი ვერ დაამარცხა შონი, მაგრამ ისლამი საშუალო წონაში არ დაიღლება. ხამზატს სწორედ ეს დაემართა. - განაცხადა ბისპინგმა
Michael Bisping believes Islam Makhachev deserves to a chance at a third UFC title:
— MMA Fighting (@MMAFighting) November 2, 2026
"If anyone deserves it, it is Islam Makhachev. Remember, Alex Pereira was just granted that opportunity to go up to heavyweight and fight Ciryl Gane."
"If Sean Strickland is still the champion,… pic.twitter.com/uz7xS1JePh
ბისპინგის თქმით, ჩიმაევისა და სტრიკლენდის დაპირისპირებაში ხამზატის მთავარი პრობლემა დაღლილობა აღმოჩნდა. მახაჩევის შემთხვევაში, საშუალო წონაში ასვლა მას ფიზიკურ გამძლეობას შეუნარჩუნებს, რაც სტრიკლენდის სტილის წინააღმდეგ ბევრად ეფექტურ იარაღად შეიძლება იქცეს.