Belive

"მე ყველას სახეს იმავეს ვუკეთებ" - გეიჯი თოფურიას პოსტს ეხმაურება

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიამ ჩხუბთან დაკავშირებით პირველი პოსტი გამოაქვეყნა. "მატადორი" მეტოქეს არასპორტულ საქციელში პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელთათმანებში რაღაც ედო.

ამ ყველაფერს გამოეხმაურა ჯასტინ გეიჯიც, რომელსაც ამის შესახებ მგზავრობისას აეროპორტში ჰკითხეს.

ხალხს ეს არ სჯერა. მე ყველას სახეს იმავე გავუკეთე, ვისთანაც მიჩხუბია.

ვაპირებ თუ არა რემატს? მე მას სახე ავახიე, რა თქმა უნდა რემატჩს ვაპირებ. - ამბობს გეიჯი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლა იყო. "მატადორი" დიდ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად და დამარცხდა. ილიამ იმ საღამოს ჩემპიონობასთან ერთად, ნულიანიც დაკარგა.

სხვა სტატიები