"ვინც ფიქრობთ, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბი მეგა დაპირისპირებაა, ცდებით!" - ჩელ სონენი
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჩელ სონენმა საკუთარ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად უცნაური განცხადება გაავრცელა. მისი აზრით, ილიასა და მახაჩევის ჩხუბი ჯერ არც ისე დიდი ბრძოლაა. სონენმა ისიც თქვა, რომ თოფურია აშშ-ში დიდი ვარსკვლავი ჯერ არ არის.
ილია თოფურია ესპანეთში დიდი ვარსკვლავია. თუმცა, ამერიკაში ისეთივე პოპულარული არ არის. ვინც ფიქრობთ, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბი მეგა დაპირისპირებაა, ცდებით! ეს ბრძოლა რეალურად ამაღელვებელი მაშინ გახდება თუ ილია 70 კილოგრამში ჩარლზს, ცარუკიანს, ჯასტინს ან თუნდაც პადი პიმბლეტს შეხვდება. თუ ეს მოხდება აი მაშინ შეგვიძლია მასიურ ბრძოლაზე ვისაუბროთ. ილიასა და მახაჩევის ჩხუბი ასპინალისა და ჯონსის დაპირისპირებას გაუტოლდება. - განაცხადა ჩელ სონენმა
საპირისპიროს ფიქრობს მაიკლ ბისპინგი, რომელიც UFC-ს ამ ჩხუბის რაც შეიძლება მალე ჩანიშვნას ურჩევს.