Belive

მერაბ დვალიშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვს გაუთანაბრდა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი კიდევ ერთხელ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეორედ დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა ჩხუბი ჩვეულ სტილში დაიწყო, თუმცა, მისთვის განსხვავებული სტილით მოიგო. მან შონ ო'მალი მეორე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა და ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა.

ამ შედეგით "მანქანამ" მოგებათა სერია კიდევ გააუმჯობესა და ისეთ მებრძოლებს გაუთანაბრდა, როგორებიც არიან: ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და მაქს ჰოლოუეი.

იმისათვის, რომ მერაბმა UFC-ში მოგებათა სერიის საუკეთესო შედეგი გაიმეოროს, კიდევ სამი ბრძოლა უნდა მოიგოს და ანდერსონ სილვას გაუთანაბრდება.

სხვა სტატიები