Belive

"მერაბმა საქართველოში ოჯახთან ერთად უნდა დაისვენოს და ბრძოლაზე არც იფიქროს" - ბისპინგი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მაიკლ ბისპინგმა მერაბ დვალიშვილს პატარა რჩევა მისცა. ყოფილ ჩემპიონს დვალიშვილისთვის ახალი არაფერი უთქვამს. ინგლისელმა "მანქანას" ცოტა დასვენება და ამის შემდეგ დაბრუნება ურჩია.

ჩემი აზრით, მერაბმა პატარა შვებულება უნდა აიღოს, ალბათ 6 თვე. იანს და უმარს ბრძოლის საშუალება მისცეს და შემდეგ გამარჯვებულს შეხვდეს. 6 თვე დაისვენოს, საქართველოში წავიდეს, ოჯახთან ერთად დრო გაატაროს და ბრძოლაზე არც იფიქროს. - ამბობს მაიკლ ბისპინგი

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილის რეკორდის დამყარების მცდელობა უშედეგო გამოდგა. მას ერთ წელიწადში მე-4 საჩემპიონო ბრძოლის მოგება სურდა, თუმცა, არ გამოუვიდა და ქამარი დაკარგა. ახლა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი არა მერაბი, არამედ პიოტრ იანია.

სხვა სტატიები