"ვინ უნდა იყოს მერაბის შემდეგი მეტოქე?" - მაქს ჰოლოუეი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
მაქს ჰოლოუეიმ საკუთარ YouTube არხზე მერაბის და ო'მალის ჩხუბის რეაქცია ატვირთა. ჰავაიელი მებრძოლი "მანქანის" გამარჯვებით გაოცებული ნამდვილად არ დარჩენილა. მაქსისთვის ამოუხსნელია თუ ვინ უნდა იყოს მერაბის შემდეგი მეტოქე.
ვინ არის შემდეგი? შეიძლება სენდჰეგენი, მაგრამ საეჭვოა. - ამბობს მაქს ჰოლოუეი
მერაბის პოტენციურ მეტოქეთა შორის ალექს პანტოჟას სახელიც მოიხსენიება. უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ერთ-ერთია იმ მებრძოლთაგან შორის, რომლის ხილვაც გულშემატკივრებს მერაბის წინააღმდეგ სურთ. გარდა სენდჰეგენისა, უმართან რემატჩიც განიხილება, რომელიც თავად დანა უაითმა ახსენა. აღსანიშნავია, რომ UFC-ს Instagram გვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, სადაც პოტენციურ მოწინააღმდეგეთა შორის პიოტრ იანიცაა.