"სამარცხვინო იყო, მერაბი ამას არ იმსახურებდა" - ნურმაგომედოვის მენეჯერი
აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ ლაჩრულ თავდასხმას MMA-ის სამყაროში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
ფაქტობრივად არ არსებობს მებრძოლი, მწვრთნელი, მიმომხილველი თუ პოდკასტერი, რომელმაც უსმან ნურმაგომედოვის საქციელი არ დაგმო და მერაბი არ გაამხნევა. ალი აბდელაზიზი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც ინციდენტს გამოეხმაურა.
MMA JUNKIE-სთან პოდკასტში სტუმრობისას, უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერემა მომხდარს სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ მერაბ დვალიშვილი ამას არ იმსახურებდა.
🚨 Ali Abdelaziz, Usman Nurmagomedov – Merab Dvalishvili olayına ilişkin açıklama yaptı ve Usman ile ekibinin davranışları nedeniyle özür diledi:
— Kırmızı Köşe (@KirmiziKoseMMA) November 12, 2026
“Ben ve ekibim adına, geçen gün yaşananlar nedeniyle tüm Abu Dabi halkından özür dilemek istiyorum.
Gerçekten üzgünüm. Yaşananlar… pic.twitter.com/mROpvgEpK3
გუნდისა და ჩემი სახელით მინდა აბუ დაბის მომხდარი სამარცხვინო ინციდენტის გამო ბოდიში მოვუხადო. გულწრფელად ვამბობ, რაც მოხდა სამარცხვინო იყო და ვიმედოვნებ, რომ უსმანი ამით კარგ გაკვეთილს მიიღებს.
მერაბი აქ რამდენიმე კვირის წინაც იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა - ის ხაბიბის დარბაზშიც კი ვარჯიშობდა. არ ვფიქრობ, რომ უსმანსა და მერაბს ერთმანეთთან პირადი მტრობა ჰქონდეთ - ეს ყველაფერი ალბათ უმარსა და მერაბს შორის დაძაბულობას უკავშირდება და კარგი იქნება, თუ ისინი თავად მოაგვარებენ პრობლემას. მოვლენები რაღაცნაირად უკონტროლო ხდება.
ადამიანებმა საქართველოდან თუ დაღესტნიდან, ვინც ამ ინციდენტზე ვიდეოებს იღებენ, უნდა შეწყვიტონ ეს. როგორც ადრეც ვთქვი, ეს ხალხი მეზობლები არიან. მათ შორის მხოლოდ ერთი მთაა.
არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უსმანის გამო მოხდა. ჩემი აზრით, მიზეზი მის ძმასთან დაკავშირებული საკითხი იყო და ის უბრალოდ ძმის დაცვას ცდილობდა.
მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენც უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახები. ვფიქრობ, შეცდომაც სწორედ აქ დაუშვეს. თუ მართლა ჩხუბი უნდათ, შეუძლიათ დარბაზში წავიდნენ და სადმე, პირისპირ, კაცურად გაარკვიონ ყველაფერი.
აბუ დაბი ამას არ იმსახურებდა. არც მერაბი იმსახურებდა ამას. როცა სხვის სახლში მიდიხარ, იმ სახლს პატივი უნდა სცე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ვერ შევძელით - ალი აბდელაზიზი.
შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე ლაჩრული თავდასხმის შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 10 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან როგორც ნურმაგომედოვები და მათი გუნდის წევრები, ასევე მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი.
პროტოკოლის თანახმად, დვალიშვილი და ლაზიშვილი კიდევ ერთი დღით იქნებიან დაკავებული, რის შემდეგაც მათ გაათავისუფლებენ.